„ევროპული საქართველოს“ განცხადება

პარტია „ევროპული საქართველო“ სკოლების დირექტორთა გათავისუფლების საკითხზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ისინი არჩევნების წინ გარკვეული პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ ექცევიან. სერგი კაპანაძის განმარტებით, დირექტორების ნაწილს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა და თანამდებობაზე ხელახლა მხოლოდ მცირე ნაწილი დაინიშნა. კაპანაძე განათლების სამინისტროს მორატორიუმის გამოცხადების მოთხოვნით მიმართავს, თუმცა, მისივე ვარაუდით, ხელისუფლება ამას არ გააკეთებს.