„ევროპული საქართველოს“ განცხადება   

„ევროპული საქართველოს“ თბილისში დაგეგმილ აქციას აუქმებს. მიზეზი ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა. დავით ბაქრაძის განცხადებით, „ევროპული საქართველო“ პასუხისმგებლიანი პოლიტიკური პარტიაა და თავის მხარდამჭერებს უფრთხილდება. „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის განმარტებით, პარტია წინასაარჩევნო კამპანიას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს.