„ევროპული საქართველო“ ხელისუფლებას სკოლის დირექტორებზე ზეწოლაში ადანაშაულებს.
საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარობის კანდიდატის, სერგო რატიანის განცხადებით, ვადის ამოწურვის შემდეგ უფლებამოსილება უწყდებათ იმ დირექტორებს, რომლებსაც მმართველი გუნდი პოლიტიკურად არასაიმედოდ მიიჩნევს. „ევროპული საქართველო“ განათლების სამინისტროსგან განმარტებებს და საარჩევნო პერიოდში საგანმანათლებლო სფეროში დასაქმებული ადამიანების თანამდებობრივი უფლებამოსილების შეჩერებაზე მორატორიუმის გამოცხადებას ითხოვს.