სერგი კაპანაძე კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მიმართავს. მისი განცხადებით, პარტია „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო კლიპი, რომელშიც მიხეილ სააკაშვილზეა საუბარი, „მთავარმა არხმა“ ეთერში კომუნიკაციების კომისიის რეგულაციების არგუმენტით არ განათავსა. მისი თქმით, რეგულაციების თანახმად იკრძალება უცხო ქვეყნის მოქალაქის გამოყენება საარჩევნო კლიპში, თუმცა მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური სუბიექტია და არსებული რეგულაცია ამ შემთხვევაზე არ უნდა გავრცელდეს. კაპანაძე მარეგულირებელ კომისიას მიმართავს და ეთერში მათი კლიპის განთავსების ნებართვას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში აკრძალვა, მათი მხრიდან შეფასდება როგოც ჩარევა გამოხატვის თავისუფლებაში.