„ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ, რომ ოპოზიციის კოორდინაცია და მაჟორიტარების ერთიანი სია მმართველი პარტიის დასამარცხებლად აუცილებელია.
გიგი უგულავას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რეგიონებში ოპოზიციასთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა და 22-ვე ოლქში საკუთარ მაჟორიტარს წარადგენს, დანარჩენმა ოპოზიციამ საერთო კანდიდატებზე შეჯერება უნდა შეძლოს. მისივე თქმით, თბილისის შეთანხმება უმნიშვნელოვანესია და ის საერთო ოპოზიციური თანხმობის საფუძვლად უნდა დარჩეს.