პარტია „ევროპული საქართველო“ ხელისუფლებას მოუწოდებს, მის მიერ შეთავაზებული ანტიკრიზისული ზომების პაკეტი გაითვალისწინოს.
საუბარია ერთი კვირის წინ მომზადებულ ინიციატივაზე, რომელშიც საქართველოს ეკონომიკაზე კორონავირუსის ნეგატიური გავლენის შემცირების ხედვაა ასახული. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, „კოვიდ 19“-მა ზიანი უკვე მიაყენა ბიზნესს და ამან შესაძლოა გამოიწვიოს სამუშაო ადგილების შემცირება.
„ევროპული საქართველოს“ კიდევ ერთი მოთხოვნა, ეროვნული ბანკის მიერ შარშან ამოქმედებული საბანკო რეგულაციების გაუქმებაა.