ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებას, პოლიტიკურ დევნად აფასებენ პარტიები, „ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“.
ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, საქართველოში ადგილი აქვს შერჩევით სამართალს. არგუმენტად კი პარტიებმა ერთობლივ ბრიფინგზე წარადგინეს ვიდეო-მასალა, სადაც მათი ინფორმაციით, ჩანს „ქართული ოცნების“ პირობებში პოლიციასთან მომხდარი დაპირისპირების ფაქტები, თუმცა ამ ფაქტებს სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ მოჰყოლია.