რას აპირებს ჯანდაცვის სამინისტრო და როგორ გეგმავს მთავრობა გაუმკლავდეს კორონავირუსს, იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში სიტუაცია გართულდება, – „ევროპულ საქართველოში“ აცახდებენ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, მოსახლეობას მეტი ინფორმაცია სჭირდება.
პარტიაში ასევე ამბობენ, რომ რისკ- ჯგუფში მყოფი პირები განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ.
დღეს გამართულ ბრიფინგზე ასევე განაცხადეს, რომ ინფიცირების შემთხვევების მატებასთან ერთად, ქვეყანას დიაგნოსტიკური სიმძლავრეების გაზრდაც დასჭირდება.