საპროტესტო აქცია ანაკლიის პორტის ტერიტორიასთან.
საპროტესტო აქცია პარტია „ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა, გიგი უგულავამ პარტიის სხვა წევრებთან ერთად გამართა. უგულავას თქმით, რუსეთის მაამებლობის გამო, ბიძინა ივანიშვილმა ანაკლიის პროექტი მოკლა და ანაკლია ქვიშაში ჩაფლულ ქალაქად აქცია.