„ევროპული საქართველო“ მოუწოდებს საგამოძიებო უწყებებს, ობიექტურად და დროულად გამოიძიონ ილია ჯიშკარიანის მიმართ გახმაურებული ბრალდება.
ოთო კახიძის განცხადებით, პოლიციის მხრიდან არასათანადო ინტერესი, გაჭიანურების მცდელობა და მტკიცებულებების შესაძლო განადგურება არის მიზანმიმართული ქმედება.
ფაქტს გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე და აღნიშნა, რომ მთავრობა წლების განმავლობაში ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, ქალთა მიმართ შესაძლო ძალადობას გმობს და ამბობს, რომ სამართალდამცავები განსაკუთრებული ობიექტურობით გამოიძიებენ საქმეს.