ყოფილი თანაგუნდელები მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურებიან და საქართველოს ექსპრეზიდენტს მწვავედ აკრიტიკებენ. ყოფილი პრეზიდენტის კრიტიკის მთავარი ადრესატი, გიგა ბოკერია ამბობს, რომ სააკაშვილი მალე თავს ბოკერიას 9-წლიანი მმართველობის მსხვერპლად გამოაცხადებს. სააკაშვილის განცხადებებს კრიტიკულად აფასებენ მმართველ გუნდშიც. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, პარტიის წევრები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილზე ორკესტრირებული თავდასხმა დაიწყო „ევროპულმა საქართველომ“, თუმცა, ამის მიუხედავად, „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციური ერთობის აუცილებლობაზე საუბრობს. შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა გიგა ბოკერიას საქმიანობა ანტიქრისტიანულად და ქართული ტრადიციების საწინააღმდეგოდ შეაფასა.