ევროპული საქართველო ოპოზიციურ ძალებს თანამშრომლობას სთავაზობს. პარტიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ისინი სხვა პარტიებთან კონსულტაციებისთვის მზად არიან იმ მიზნით, რომ ხელისუფლება დამარცხდეს.
დავით ბაქრაძის განცხადებით, მომავალ არჩევნებზე ოპოზიციის გაერთიანება მნიშვნელოვანია, ამიტომ ის იმედოვნებს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით, სხვა პოლიტიკური პარტიების მხრიდან კონსტრუქციული დამოკიდებულება იქნება. ევროპული საქართველო კონსულტაციებში ყველა პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიას იწვევს.