ყრილობას არ ესწრებოდნენ დავით ბაქრაძე და გიგი უგულავა, რომლებმაც განცხადებები სოციალურ ქსელში გაავრცელეს. გიგი უგულავა ამბობს, რომ გიგა ბოკერიასთან ერთად პარტიაში ყოფნა შეუძლებელი გახდა. პარტია დატოვა ასევე გივი თარგამაძემ და გოკა გაბაშვილმა. ყრილობას არ დაესწრო ლევან თარხნიშვილიც, რომელიც ასევე აღარ ირიცხება პარტიის რიგებში, ისევე როგორც ზურაბ ჭიაბერაშვილი, რომელმაც პარტია ორი თვის წინ დატოვა.