განათლების სამინისტრო ეროვნული უმცირესობების საგანმანათლებლო უფლებების დასაცავად მთელ რიგ ღონისძიებებს ატარებს, – ამის შესახებ უწყებაში „ევროპული საქართველოს“ საპასუხოდ განაცხადეს.
პარტიის წევრებმა სამინისტროს მოუწოდეს, ეთნიკურად სომეხი და აზერბაიჯანელი აბიტურიენტების საკითხი, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, ხელახლა განიხილოს.
პარტიაში ამბობენ, რომ ახალგაზრდებმა გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, თუმცა ინფორმაციის დეფიციტის გამო, დოკუმენტაცია არასწორად შეავსეს და სწორედ ამ მიზეზით, ვერც ერთ უმაღლეს სასწავლებელში ვერ მოხვდნენ.
უშუალოდ აბიტურიენტების საკითხს სამინისტროდან არ გამოხმაურებიან. ზოგადი კომენტარი უწყებაში ცოტა ხნის წინ გააკეთეს.