„ევროპული საქართველო“ განათლების მინისტრს მიმართავს

პარტია „ევროპული საქართველო“ განათლების მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილისგან პასუხს ითხოვს, რატომ არ გაითვალისწინა უწყებამ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის რეკომენდაცია.

სერგო რატიანის თქმით, „ევროპულმა საქართველომ“ მინისტრი ბატიაშვილი პარლამენტში საპარლამენტო უმცირესობასთან შესახვედრად დაიბარა, თუმცა ამ დრომდე სამინისტროსგან პასუხი არ მიუღია.