„ევროპული საქართველო“ აჭარის რეგიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა დატოვეს

„ევროპული საქართველო“ აჭარის რეგიონული და მუნიციპალიტეტების ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა დატოვეს. მათი თქმით, გადაწყვეტილების მიზეზი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის მხარდაჭერა გახდა.