ევროპული რეკომენდაციების შესრულების პროცესი

ცხრა რეკომენდაციაზე მომუშავე ჯგუფის მორიგი შეხვედრა კვირის ბოლოს გაიმართება. დისკუსიაზე ოპოზიციამ საკუთარი წინადადებები უნდა წარადგინოს. მმართველი გუნდის ოპონენტთა ნაწილი აცხადებს, რომ მათი ხედვა კანონპროექტების სახით უკვე წარდგენილია საკანონმდებლო ორგანოში, თუმცა, საკუთარი პოზიციის გამოხატვას ისინი შეხვედრის ფორმატშიც გეგმავენ. „ლელო“ ერთადერთი ოპოზიციური პარტიაა, რომელიც შეხვედრაში არ მონაწილეობს.