საქართველო კანდიდატის სტატუსის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მოლოდინშია – 15 დეკემბრამდე სამი კვირა რჩება. მანამდე ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ევროკომისიის შეფასების დოკუმენტში ჩაწერილი დათქმების პარალელურად, სამუშაო ჯგუფების შექმნის საკითხზე მსჯელობენ. ოპოზიციას თანამშრომლობასთან დაკავშირებით, უმრავლესობის საჯარო განცხადებების არ სჯერა. ოპონენტებთან კონსტრუქციულ რეჟიმში მუშაობის მოლოდინი არ აქვთ არც მმართველ პარტიაში.