ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტი პრაღაში

ჩეხეთის დედაქალაქში ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის პირველი სამიტი იმართება. პრაღაში იმყოფება საქართველოს სამთავრობო დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით. ირაკლი ღარიბაშვილი სხვა ლიდერებთან ერთად, მრგვალი მაგიდის ფორმატში დაგეგმილ თემატურ დისკუსიებში მიიღებს მონაწილეობას ასევე, ქართულ დელეგაციას დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრებიც.