გერმანიაში, ქალაქ ბონში „ევროპის ტყეების“ რიგით მე-9 მინისტერიალი გაიმართა. მასში 46 ქვეყნის მაღალი რანგის პირებთან ერად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილეც მონაწილეობდა. ღონისძიებაზე იმსჯელეს ევროპის ქვეყნებში არსებული ტყეების მართვის საკითხებზე კონკრეტული ქვეყნების გამოწვევებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. ხელი მოეწერა ორ მნიშვნელოვან დოკუმენტს: ბონის მინისტერიალის დეკლარაციასა და ბონის მინისტერიალის გადაწყვეტილებას, რომლებიც მოიცავს ისეთი მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: კლიმატის ცვლილება, ტყის რესურსების დივერსიფიკაცია, ფინანსური რესურსების მობილიზაციის საჭიროება, სატყეო განათლება და სექტორის პოპულარიზაცია, საზოგადოებრივი ცნობიერებისა და თვითშეგნების ამაღლება, მოსახლეობასთან მჭიდრო კომუნიკაცია.