„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, რომლის წარმომადგენლებიც ლისაბონში „ევროპის სახალხო პარტიის“ შეკრებას ესწრებიან, გაერთიანებამ მიიღო რეზოლუცია საქართველოსთან დაკავშირებით, სადაც საუბარია ბიძინა ივანიშვილის სანქცირების მოთხოვნაზე. ჯერ-ჯერობით ევროპის სახალხო პარტიის ოფიციალურ გვერდზე რეზოლუციის ტექსტი არ გამოქვეყნებულა.
მმართველი გუნდის შეფასებით, სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები არიან დაინტერესებული, რომ საქართველომ ვერ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და საკუთარ მოკავშირეებსაც სწორედ ამ მიზნით იყენებენ.