ევროპარლამენტართა ნაწილი ოკუპირებულ აფხაზეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მოიხსენიებს. რეზოლუციის პროექტში, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტზე „ევროპის სახალხო პარტიამ“ შეიმუშავა და ევროპარლამენტის ვებ გვერდზეა განთავსებული, ნათქვამია, რომ „ქართული კანონპროექტი რუსულის მიხედვით შეიქმნა და ასეთივე კანონმდებლობა ცოტა ხნის წინ ყირგიზეთსა და აფხაზეთში მიიღეს“. რეზოლუციის პროექტში გამოთქმულია შეშფოთება კანონპროექტთან დაკავშირებით: „რამდენადაც კანონპროექტი შექმნილია ანალოგიური კანონის მიხედვით, რომელიც მიიღეს რუსეთის ფედერაციაში 2012 წელს. ანალოგიური კანონმდებლობა ახლახან მიიღეს ყირგიზეთსა და აფხაზეთში.“ – საქართველოს ოკუპირებულ რეგიონთან ამ ტექსტში სიტყვა ოკუპაცია გამოყენებული არ არის და ყირგიზეთთან ერთად მოიხსენიება, როგორც აფხაზეთი, სადაც მსგავსი კანონმდებლობა ამოქმედდა. თუმცა, კენჭისყრაზე ეს ჩანაწერი და პროექტი არ გავა, რადგან ამავე პროექტის ერთ-ერთ პუნქტზე, რომელიც „ქართული ოცნების“ დეპუტატების სანქცირებას და საქართველოსთვის ევროკავშირიდან ფინანსური დახმარების შეაჩერებს ითვალისწინებდა, ევროპარლამენტმა შეთანხმება ვერ მოახერხა. ევროპელი დეპუტატები დღეს სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფთან შეთანხმების შედეგად შემუშავებულ კონსოლიდირებულ ვარიანტს უყრიან კენჭს, სადაც მსგავსი ჩანაწერები აღარ არის, თუმცა „ევროპის სახალხო პარტიის“ რეზოლუციის პროექტის ტექსტი, რომელიც ქართველი დეპუტატები სანქცირებას ითხოვს და აფხაზეთს ცალკე სახელმწიფოებს შორის მოიხსენებს, ამ დრომდე განთავსებულია ევროპარლამენტის ვებ გვერდზე, ოფიციალურ დოკუმენტებს შორის.