ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB), საქართველოს 250 მილიონი ევროს ფინანსურ რესურსს გამოუყოფს. თანხა მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით დაიხარჯება.
წარმატებული თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა. თამუნა წიკლაური თემის დეტალებით.