შეხვედრა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სოციალ-დემოკრატიული ჯგუფის თავმჯდომარესა და აღმასრულებელ მდივანთან. აუდინეციას „ქართული ოცნების“ გენერალურ მდივანი – კახი კალაძე, პოლიტიკურ მდივანი – ირაკლი ღარიბაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი – არჩილ თალაკვაძე და უმრავლესობის წევრი – დიმიტრი ცქიტიშვილი ესწრებოდნენ.
პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედრაზე, საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ ვითარებაზე, ჯანდაცვის, განათლებისა და საპენსიო სისტემაში მიმდინარე ტრანსფორმაციაზე ისაუბრეს.
აქცენტი გაკეთდა ევროკავშირსა და ევროსაბჭოსთან ურთიერთობაზე.