ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ვიზიტი

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება არ შეუფასებია საქართვლოში ვიზიტად მყოფ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, თუმცა მანამდე მან დილიდან გამართა შეხვედრები, სადაც მთავარი აქცენტი გაკეთდა შარლ მიშელის დოკუმენტზე, წინასაარჩევნო გარემოზე, პოლიტიკურ ვითარებასა და 5 ივლისის მოვლენებზე. დისკუსია გაიმართა შინაგან საქმეთა მინისტრთან, ასევე იუსტიციის მინისტრთან. რიკ დემსმა განაცხადა, რომ საქართველო მყარად მიჰყვება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისკენ მიმავალ გზას. რატი ბრეგაძემ მაღალი რანგის სტუმარს სამინისტროს სამოქმედო გეგმის ძირითადი პრიორიტეტებიც გააცნო. შეხვედრა ასევე გაიმართა დეპუტატებთან ნინო წილოსანთან და მიხეილ სარჯველაძესთან.