ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომა
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი და საქართველოში მიმდინარე მოვლენები განხილვის თემაა ვილნიუსში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტის შეხვედრაზე. კომიტეტის წევრებმა იმსჯელეს დოკუმენტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნაზეც. ვილნიუსში იმყოფება „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ეკა სეფაშვილი. კომიტეტზე ვიდეომიმართვისას ისაუბრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.