საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, თამარ ტალიაშვილმა ზაზა გახელაძისა და რუსული აგრესიის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ისაუბრა. რუსეთი აგრძელებს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევას, მათ შორის მკვლელობებს, უკანონო დაკავებებს, როგორიცაა ზაზა გახელაძის საგანგაშო საქმე, რომელიც გაიტაცეს და 12-წლიანი უკანონო პატიმრობა მიუსაჯეს, – განაცხადა სხდომაზე თამარ ტალიაშვილმა. დეპუტატმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებაც ისაუბრა.