ევროპის საბჭოს მინისტერიალი

კონფლიქტები ევროპაში, ყირიმის ანექსია და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია – მთავარ გამოწვევებზე დღეს, ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში, ორგანიზაციის წევრი 47 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები მსჯელობენ. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ჰელსინკში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის გამოჩენამ.

სერგეი ლავროვს, მინისტერიალის ფარგლებში, მოუწევს იმ კრიტიკული გზავნილების მოსმენა, რომლებიც მათ შორის საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას უკავშირდება.

დეტალებით სალომე ქოქიაშვილი.