ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, რუსეთიდან „დეპორტირებულების საქმეზე“ იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნა დააკმაყოფილა.
კომიტეტმა პოზიცია გაიზიარა და აღნიშნულ სამქეს, უახლოეს სხდომაზე გაძლიერებული ზედამხედველობის პროცედურით განიხილავს. საუბარია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე, რომლითაც რუსეთის ფედერაციას, 2006 წლის შემოდგომაზე მასობრივი დეპორტაციისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევებისთვის, 10 მილიონი ევროს ოდენობის კომპენსაციის გადახდა დაეკისრა. ვადა პირველ მაისს უკვე ამოეწურა.
ევროპის საბჭოს კომიტეტის გადაწყვტილება შეაფასეს თბილისშიც.
მარიამ მენაბდე დეტალებით.