მარცვლეულის შემდეგ ენერგეტიკული შანტაჟი.
რუსეთის მხრიდან გაზის პოლიტიკურ იარაღად გამოყენების ფონზე ევროპა მძიმე სცენარისთვის ემზადება. მას შემდეგ, რაც საერთაშორისო სანქციებით გაღიზიანებულმა მოსკოვმა ევროკავშირის ქვეყნებს ტექნიკური მიზეზით ბუნებრივი აირის მიწოდების კიდევ უფრო შემცირება დაუანონსა, ევროპამ საგანგებო ზომების მიღება დაიწყო. ბრიუსელში დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრები შეიკრიბნენ. მიღწეულია შეთანხმება, რომ ევროპის ქვეყნები აგვისტოდან მარტამდე გაზის მოხმარებას 15%-ით შეამცირებენ. ევროპის მთავარი გამოწვევა ახლა ზამთრისთვის საკმარისი მარაგების დაგროვებაა.