„მე და ევროპა“ – კინოთეატრ „ამირანში“ მედიის წარმომადგენლებისთვის სპეციალურად ევროპის დღისთვის შექმნილი ახალი დოკუმენტური ფილმის პრემიერა გაიმართა. ევროკავშირის წარმომადგენლობა წელს საქართველოში 9 მაისს, ევროპის დღეს, ოთხი მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის შექმნით აღნიშნავს.
ფილმი საქართველოს ოთხი რეგიონიდან ოთხ სხვადასხვა ისტორიას მოგვითხრობს და ქართველებისა და ევროპელების საერთო ღირებულებებსა და მიზნებს ასახავს.
ღონისძიებას საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი დაესწრო.