ფაშიზმზე გამარჯვებასთან ერთად დღეს ევროპის დღე აღინიშნება.
მშვიდობისა და ერთობის თარიღს და ზეიმს უერთდება საქართველოც, რომელიც ევროპული პერსპექტივის მინიჭების შემდეგ წლის ბოლოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ელოდება. ევროპის დღეს რუსთაველის თეატრში სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის კონცერტი და საზეიმო მიღება მიეძღვნა, რომელსაც პრეზიდენტი, ევროკავშირის ელჩი, დიპლომატები და ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. თარიღის აღნიშვნა ათონელის ქუჩაზე გრძელდება, სადაც კონცერტი სახელწოდებით „ევროპისთვის“ მიმდინარეობს. მანამდე ადგილზე შეკრებილებს სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელთან ერთად მიმართა.