ხვალ თბილისი ევროპის დღეებს უმასპინძლებს.
მთავარი ღონისძიებებისთვის ორბელიანის მოედანია შერჩეული, სადაც ესპანური და შვედური კულტურა და ტრადიციები გაცოცხლდება. წელს ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა შვედეთია, რომელიც მომავალ წელს ამ სტატუსს ესპანეთს გადააბარებს. ორი დღის განმავლობაში თბილისის ისტორიულ უბანში ორი ქვეყნის კულტურის, ისტორიის, წეს-ჩვეულებების და სამზარეულოს წარმოსაჩენად მრავალფეროვანი პროგრამა იქნება წარმოდგენილი.