ევროპის დღეები საქართველოში

თბილისი ევროპის დღეების მასპინძლობისთვის ემზადება.

6 და 7 მაისს დაგეგმილი ღონისძიებებისთვის ორბელიანის მოედანი შეირჩა. ევროკავშირის მოქმედი და მომავალი თავმჯდომარე ქვეყნების გათვალისწინებით, ორი დღის განმავლობაში შერჩეული სივრცე შვედური და ესპანური თემატიკით იქნება წარმოდგენილი. პროგრამა მრავალფეროვანია. ევროპის დღეები საქართველოში მეთერთმეტედ აღინიშნება. მიზანი ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობაა. ყოველწლიურად მომზადებული პროგრამა გასართობთან ერთად საინფორმაციო აქტივობებსაც მოიცავს.