საქართველო ევროპის დღეებს აღნიშნავს. საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ ევროკავშირის ელჩმა ღონისძიება საზეიმოდ გახსნა, გაიმართა მრავალფეროვანი აქტივობები, მათ შორის გამოფენები და პანელური დისკუსიები. წელს ჩვენი ქვეყანა ევროპის დღეებს კანდიდატის სტატუსით ხვდება, რის გამოც ღონისძიებების მასშტაბი გაზრდილია. „ექსპო ჯორჯიაში“ ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი და თბილისის მერი დაესწრნენ.
სტუმრებს უმასპინძლეს ევროკავშირის ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლებმაც, რომლებიც დაინტერესებულ პირებს თავიანთი ქვეყნის კულტურასა და ისტორიას აცნობდნენ.