9 მაისს ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები „ევროპის დღეს“ ზეიმობენ. წელს ევროკავშირი ამ დეკლარაციის მიღებიდან 71-ე წელს აღნიშნავს. „ევროპის დღის“ აღსანიშნავად და საქართველო-ევროკავშირს შორის არსებული პარტნიორობის ხაზგასასმელად, საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი და ნიკოლოზ რაჭველი საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნებს შეასრულებენ.
ევროკავშირის დროშის ფერებში განათდება ღირსშესანიშნაობები საქართველოს ყველა რეგიონში. „ევროპის დღესთან“ დაკავშირებით, განცხადებას გააკეთებს საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი.