პირველი არხის საჩუქარი სპორტის გულშემატკივრებს.
ხვალიდან პირველი მაისის ჩათვლით ჩვენი ტელევიზია პირდაპირ რეპორტაჟებს შემოგთავაზებთ სოფიადან, სადაც ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი გაიმართება. ბულგარეთის დედაქალაქში საქართველოს ნაკრები უძლიერესი შემადგენლობით გაემგზავრა, რაც ქართველ ქომაგებს ბევრი მედლის მოპოვების იმედს აძლევს. გუნდთან ერთად არის ლეგენდარული ვარლამ ლიპარტელიანიც, რომელიც ნაკრებს დაუბრუნდა. ლიპარტელიანი მორიგი ტიტულის მოსაპოვებლად იბრძოლებს.