ბათუმის ახალ სპორტის სასახლეში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, 76 კგ წონით კატეგორიაში ქალთა შორის ასპარეზობა, სენსაციურად დასრულდა.
ორჭიდის ჯამში ევროპის ჩემპიონი ბელარუსი დარია ნაუმავა გახდა, რომელმაც ტურნირის ფავორიტს და მსოფლიოს საუკეთესო ქალ ძალოსანს, ლიდია ვალენტინს აჯობა. დარია ნაუმავამ ორი ოქროს და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვა. ორი ვერცხლი და ერთი ოქრო ერგო ლიდია ვალენტინს.
ორჭიდის ჯამში, მესამე ადგილზე, შვედი პატრიცია სტრენიუსი გავიდა.