თბილისი სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს.
გათამაშება ქალთა შორის 30 მარტიდან 1 აპრილის ჩათვლით ჩატარდება. პირველობისთვის 15 ქვეყნის 80 მოჭადრაკე იბრძოლებს. ჩემპიონატში კონტინენტის ყველა უძლიერესი მოჭადრაკე მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის საჭადრაკო ოლიმპიადების გამარჯვებულები, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები. ფავორიტთა შორის არიან ქართველი ქალი მოჭადრაკები, მათ შორის მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ელვისებურ ჭადრაკში, ნანა ძაგნიძე.
შეჯიბრის საპრიზო ფონდი 20 500 ევროს შეადგენს.
მიმდინარე თვეს საქართველოში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საჭადრაკო ტურნირი ჩატარდება. 16-28 მარტს, ბათუმი ვაჟ მოჭადრაკეთა შორის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს.