ინფორმატიკაში რიგით მეშვიდე ახალგაზრდული ოლიმპიადა დასრულდა.
გამარჯვებულებს ჯილდო აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გადაეცათ. მონაწილეობდა 24 ქვეყნის 25 გუნდი, ჯამში კი 100-მდე კონკურსანტი. საქართველო, როგორც მასპინძელი ქვეყანა ორი გუნდით იყო წარმოდგენილი. ისინი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე ცხოვრობდნენ, სადაც ახალგაზრდებმა სხვადასხვა სირთულის ამოცანებზე იმუშავეს. აღსანიშნავია, რომ ქართველმა კონკურსანტებმა წლევანდელ ოლიმპიადაზე ექვსი მედალი მოიპოვეს.