ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გახსნა დედაენის ბაღში

საფეხბურთო ზეიმი საქართველოში.

რამდენიმე წუთში დედაენის ბაღში დაიწყება საზეიმო ცერემონია, რომელიც 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის დაწყებას ეძღვნება. სრულდება ტურნირის მთავარი სიმბოლოს, ევროპის ჩემპიონატის თასის მოგზაურობაც, რომელმაც რამდენიმე ქალაქი მოიარა. თასს ცოტა ხანში დედაენის ბაღში მიიტანენ. ჩემპიონატის მასპინძელი ქალაქები თბილისი, ქუთაისი და ბათუმია.

ტურნირი ხვალ გაიხსნება და 8 ივლისს ბათუმში ფინალური მატჩით დასრულდება. ყველა თამაშის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ.

ფეხბურთში 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება საქართველომ 2020 წლის დეკემბერში მოიპოვა.

პირდაპირი ეთერი დედაენის ბაღიდან.