ევროპის ადამიანის უფლებათა კომისარი დუნია მიატოვიჩი „ქართული ოცნების“ მიერ „ფსევდოლიბერალური პროპაგანდის წინააღმდეგ“ კანონპროექტის შესახებ შეშფოთებას გამოთქვამს. „შეშფოთებული ვარ ახლანდელი პოლიტიკური დისკურსით საქართველოში, რომელიც გამოწვეულია პარტია „ქართული ოცნების“ მიერ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანისა და ახალი საკონსტიტუციო კანონის, „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ მიღების ინიციატივით. ამას შეუძლია, ძლიერი, ნეგატიური გავლენა მოახდინოს ლგბტი ადამიანთა უფლებებზე, უსაფრთხოებასა და კარგად ყოფნაზე, ასევე მათ უფლებადამცველებზე. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ლგბტი ადამიანები კვლავ რჩებიან სიძულვილის, დანაშაულების და გავრცელებული დისკრიმინაციის სამიზნეები საქართველოში, ისევე როგორც რეგულარულ შემთხვევებში, როდესაც ლგბტი ადამიანებს ეკრძალებათ მშვიდობიანი შეკრების უფლება. მე არაერთხელ მოვუწოდე საქართველოს ხელისუფლებას, შეინარჩუნოს ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა და პრაქტიკა ყველა ფორმის დისკრიმინაციის მიმართ, მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, რომ პატივი სცენ ადამიანის უფლებათა დაცვის ვალდებულებებს, როგორც ევროპის საბჭოს წევრმა სახელმწიფომ – აღნიშნულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის განცხადებაში.