თბილისში შეხვედრები გამართეს ევროკავშირის წევრი ოთხი ქვეყნის პარლამენტების საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებმა. ევროპელი კანონმდებლები შეხვდნენ ოპოზიციას და არასამთავრობო სექტორს. მათ სურდათ პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაც, თუმცა შალვა პაპუაშვილმა ცუდი პერიოდის არგუმენტით შეხვედრაზე უარი თქვა. პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში კოლეგებს საქართველოს პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე შეხვდა.