ომი უკრაინაში და რეგიონში შექმნილი გამოწვევები ის მთავარი თემებია, რასაც დღეს პრაღაში 44 სახელმწიფოს პირველი პირები განიხილავენ.
ჩეხეთის დედაქალაქი ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის პირველ სამიტს მასპინძლობს. სამიტში მონაწილეობს საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით. საქართველო სამიტის ფარგლებში მიმდინარე დისკუსიის თანათავმჯდომარე გახდა.
ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის პირველ სამიტს სალომე ქოქიაშვილი აშუქებს.