არჩევნების მეორე ტურის მიმართ მაღალია საერთაშორისო ინტერესი.
კენჭისყრის პროცესს ევროპარლამენტის დელეგაცია ისევ დააკვირდება. ორი დღით ადრე ევროპელი დეპუტატები პოლიტიკურ ლიდერებს შეხვდნენ. ევროპარლამენტის წევრებმა საარჩევნო მარათ0ნში ჩართული პოლიტიკური ძალებისგან წინასაარჩევნო კამპანიაზე დეტალური ინფორმაცია მიიღეს. წინა ტურის მსგავსად, ოპოზიცია ხელისუფლებას ამჯერადაც მათ კანდიდატებზე ზეწოლა-დაშინებაში და პოლარიზაციის ზრდაში ადანაშაულებს.