ევროპასა და აზიაში სტიქიას ებრძვიან

ევროპის და აზიის ქვეყნები მასშტაბურ სტიქიას ებრძვიან.

დიდ ბრიტანეთსა და ბელგიაში წყალდიდობაა. უხვი ნალექის გამო ორივე ქვეყანას საკმაოდ დიდი ზარალი მიადგა. სტიქიურმა პროცესებმა მძიმე კვალი დატოვა ინდოეთსა და ჩინეთშიც, სადაც გადაუღებელ წვიმებს მეწყრული კერების გააქტიურება, შტორმი და ტაიფუნი მოჰყვა. მიმდინარეობს საევაკუაციო სამუშაოები. არის მსხვერპლი, არიან დაკარგულები. შტორმს პროგნოზირებენ იაპონიაშიც, თუმცა პროგნოზები ოპტიმისტურია.