ოპოზიცია ევროპარლამენტში მიღებულ კრიტიკულ რეზოლუციასა და მასში გამოთქმულ შენიშვნებს სრულად იზიარებს. მათი განმარტებით, დოკუმენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო დემოკრატიის კუთხით უკან მიდის. ევროპარლამენტმა საქართველოში მედიაგარემოსთან დაკავშირებით, რეზოლუცია გუშინ მიიღო. რეზოლუციაში ევროპარლამენტი შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში ბოლო წლებში მედიის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების მდგომარეობის გამო.
რეზოლუციის ავტორები ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილ განაჩენში პოლიტიკურ ნიშნებს ხედავენ და მის გადახედვას, ასევე უცხოეთში მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ. დამტკიცდა ის შესწორებაც, რომლითაც დეპუტატები ევროპულ საბჭოს ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციების დაწესების განხილვას სთხოვენ.