პირველი საერთაშორისო რეზოლუცია არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის შემდეგ.
რამდენიმე წუთში ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები უნდა დაიწყოს სახელწოდებით „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთიდან შეჭრიდან 10 წლის შემდეგ“. მზად არის აგვისტოს ომიდან 10 წლისთავზე ჩვენი ქვეყნის შესახებ მომზადებული იმ რეზოლუციის პროექტიც, რომელსაც კენჭისყრაზე ორ დღეში გაიტანენ.
ოკუპაციის მძიმე შედეგები, მოსკოვის მიერ აგვისტოს ომის შემდეგ აღებული, თუმცა დღემდე შეუსრულებელი ვალდებულებები, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა, დისკრიმინაცია, მკვლელობები, გადაადგილების შეზღუდვა – რეზოლუციის პროექტი რუსეთის მიმართ მწვავე გზავნილებს მოიცავს.
კრემლის მისამართით არანაკლებ მწვავე შინაარსის იქნება ის განცხადებები, რომელთა გაკეთებას ევროპელი დეპუტატები დღევანდელი დებატების დროს გეგმავენ.
ქეთი ქარდავა გააშუქებს დებატებს – ჩართვა სტრასბურგიდან.