პრემიერმა დღეს ევროპარლამენტის წევრის, ანდრიუს კუბილიუსის წერილთან დაკავშირებითაც უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვებს.
„სახელმწიფო შეასრულებს ყველა იმ ვალდებულებას, რომელიც სტრატეგიული პარტნიორების წინაშე აიღო“, – განაცხადა გიორგი გახარიამ. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულება და პოლიტპატიმრები არ არსებობენ.
ანდრიუს კუბილიუსმა ღია წერილით საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა. წერილში კუბილიუსი 8 მარტს საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის მიღწეულ შეთანხმებაზე საუბრობს.