ევროპარლამენტარის განცხადება და შეფასებები 

საკმაოდ რეზონანსული აღმოჩნდა მიხეილ სააკაშვილის მიმართ ევროპარლამენტარის გზავნილი.

„ნაციონალური მოძრაობა“ ესტონელი დეპუტატის, მარინა კალიურანდის განცხადებით უკმაყოფილო და გაღიზიანებულია. ევროპელი კანონმდებელი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დაბრუნებას არალეგალურ შემოსვლად და კანონდარღვევად აფასებს. კალიურანდის აზრით, ხალხმა არც რუსთაველის გამზირზე გამოსვლისკენ სააკაშვილის მოწოდება არ გაითვალისწინა, რაც მისი პოლიტიკური ძალაუფლების დაკარგვის სიგნალია. ამ კონტექსტში ევროპარლამენტარს აინტერესებს, როგორი იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ მომავალი – სააკაშვილთან ერთად თუ მის გარეშე. ამ კითხვის ადრესატი პარტიის ლიდერებს დღეს არაერთი განმარტების გაკეთება დასჭირდათ, თუ რას გულისხმობდა მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს გავრცელებულ ცნობილ ვიდეომიმართვაში.